„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დავით კირკიტაძეს პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება გურჯაანის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე, დავით ნარიმანიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
დავით კირკიტაძე ველისციხეში 16 დეკემბერს მომხდარი დაპირისპირების დროს, პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, მოსამართლის განჩინებით დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს და შიმშილობს.