რუსთავის მერიამ 2019 წელს რუსთავის ბაღებისა და სკოლების გარე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე ტენდერი გამოაცხადა.
საუბარია სასწავლო დაწესებულებების შემოღობვის სამუშაოებზე, რომელიც ერთდროულად რამდენიმე ობიექტზე ჩატარდება. როგორც რუსთავის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახურში აცხადებენ, რუსთავის 27–ე, 31–ე. 33–ე და 36–ე ბაღის ფილიალები ლითონის კონსტრუქციით შემოიღობება.
დაგეგმილია მსგავსი ტიპის სამუშაოები მეშვიდე საჯარო სკოლის ტერიტორიაზეც. ხელშეკრულების მიხედვით პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 140 ათას ლარს შეადგენს.