აქცია რუსთავის საქალაქო სასამართლოსთან

ქურდობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული რუსთაველი ახალგაზრდების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა რუსთავის საქალაქო სასამართლოს წინ სამართლიანი და ობიექტური განაჩენის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს.

დაკავებულების ახლობლები ამბობენ რომ არჩილ ანთიძე და გოდერძი მახარაშვილი უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან.
ბრალდებულების არსებითი საქმის განხილვა რუსთავის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში იწყება.

ანთიძე და მახარაშვილი გასული წლის 28 მაისს, რუსთაველის 19 ნომერში ავტომობილის ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

ბრალდებულების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არჩილ ანთიძის წინააღმდეგ 19 -177 მეორე ნაწილის ა და მესამე ნაწილის ბ და დ ქვეპუნქტით არის აღძრული, მახარაშვილის წინააღმდეგ კი მეორე ნაწილის ა და მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით.