25 თებერვალი, საბჭოთა ოკუპაციის დღეა

ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო უწყებების შენობებზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის  დადგენილებით 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ტრაგიკული დღის აღსანიშნავად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება .

1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო და საქართველო საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოაცხადა.