რუსთავის მერმა მოხუცებულთა სახლში მცხოვრებ ქალებს 8 მარტი მიულოცა

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ წმინდა აკაკი მორჩილის სახელობის რუსთავის მოხუცებულთა სახლში მცხოვრებ ქალბატონებს 8მარტის დღესასწაული მიულოცა.

ქალაქის პირველმა პირმა მოხუცები პირადად მოინახულა და სარვამარტო თაიგულებთან ერთად სიმბოლური საჩუქრები და ტკბილეული გადასცა. ანსამბლ “თამარისის” წევრებმა მოხუცებს დღესასწაული ქართული ფოლკლორული სიმღერებითა და პოეზიით მიულოცეს.