ქვემო ქართლში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს რეგიონალური ოფისი გაიხსნა

ქვემო ქართლში რელიგიის  საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს რეგიონალური ოფისი გაიხსნა – ამის  შესახებ ადგილობრივი ხელისუფლებისა და რელიგიური ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შორის გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში რელიგიის  საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს  პირველი წარმომადგენლობა რუსთავში გაიხსნა. შეხვედრაზე რელიგიის საკითხთა სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა  ვაშაყმაძემ  ქვემო ქართლში რელიგიის სააგენტოს წარმომადგენელი აბაია ფაშაევი ოფიციალურად წარადგინა. ​ზაზა ვაშაყმაძის განმარტებით, რეგიონული წარმომადგენლობის გახსნა სააგენტოსთვის ახალი გამოწვევაა, რაც  ადგილობრივი რელიგიური ორგანიზაციების   ხელისუფლების წარმომადგენლებთან  კოორდინაციის  საუკეთესო საშუალებაა.  
მისივე თქმით პირველი წარმომადგენლობის ქვემო ქართლში გაიხსნა  რეგიონის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს რეგიონულ ოფისების გახსნა  აჭარასა და სამცხე-ჯავახეთშიც  იგეგმება.