რუსთავი–თბილისის ავტობანზე სატვირთო ავტომანქანა ამობრუნდა

რუსთავი-თბილისის ავტობანზე , თბილისის მიმართულებით მიმავალი სატვირთო ავტომობილი ამობრუნდა.
ავარიის შედეგად მანქანის მძღოლმა სხეულის დაზიანება მიიღო. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა. შემთხვევის გამო ავტობანზე მოძრაობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეფერხება იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო , რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის, ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.