პარლამენტმა სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების საკანონდებლო ინიციატივა ჩააგდო

პარლამენტში დღეს კენჭი უყარეს ინიციატივას, რომელიც სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ითვალისწინებდა. პარლამენტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა, მესამე მოსმენით კენჭისყრის დროს ჩააგდო.

კანონპროექტს 54 დეპუტატმა დაუჭირა მხარი და კენჭისყრის ამ შედეგით მისი დამტკიცება ვერ მოხდა.

პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა ლევან კობერიძემ, პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა თხოვნით, რომ ხმაურის გამო გაუგებარი იყო თუ რომელ პროექტს ეყრებოდა კენჭი და თუ კი რეგლამენტი შესაძლებლობას იძლეოდა, განმეორებითი კენჭისყრა ჩატარებულიყო. თუმცა ირაკლი კობახიძემ კობერიძეს უპასუხა, რომ განმეორებითი კენჭისყრის ჩატარების საფუძველი არ არსებობდა.

შესაბამისად, სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების პროექტი მიღებული არ არის.