რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა სხდომაზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო და სარგებლობის უფლებით გასაცემი ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ იმსჯელეს. საუბარია გომელაურის ქუჩის 14 ნომრის, პირველი მაისის ქუჩის 3-1სა და მეგობრობის გამზირის 4-1ა მიმდიებარე ტერიტორიებზე . ამასთან, კომისიის წევრებმა კიდევ 4 საკითხზე იმსჯელეს. აღნიშნული საკითხებს ბიუროს სხდომაზე განიხილავენ.
11:00 საათზე, 11:30–სა და 12:00–ზე შესაბამისად, სივრცით–ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის; სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის; საფინანსო–საბიუჯეტო კომისიების სხდომები გაიმართება.