„ფეისბუქი“ „ლაივის“ გამოყენებას შეზღუდავს

სოციალური ქსელი „ფეისბუქი“ „ლაივის“ გამოყენებას შეზღუდავს.

სოციალური ქსელის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული ნაბიჯი ახალ ზელანდიაში, ქალაქ კრაისტჩერჩში თავდასხმებს უკავშირდება, რომელიც ბოროტმოქმედმა „ფეისბუქის ლაივით“ აჩვენა.

„ლაივის“ ფუნქციის გამოყენება შეეზღუდებათ მომხმარებლებს, ვისაც ერთხელ მაინც აქვს დარღვეული სოციალური ქსელში ქცევის წესები.

პირველი ეტაპზე ამ მომხმარებლებს „ფეისბუქის ლაივის“ ფუნქციის გამოყენება მხოლოდ დროებით არ შეეძლებათ. რა ვადით იმოქმედებს შეზღუდვა და რა კონკრეტული ქმედებებისთვის შეიძლება დაეკისროს მომხმარებელს აღნიშნული სანქცია, უცნობია.

ასევე, „ფეისბუქი“ დააფინანსებს სამ კვლევას, რომელთა მიზანიც იმ მედიასაშუალებების გამოვლენა იქნება, რომლებიც სოციალურ ქსელებს მანიპულაციებისთვის იყენებენ.