ატოცში ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი გარდაიცვალა

ატოცში ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი გიორგი დეკანოსიძე გარდაიცვალა.არსებული ინფორმაციით,გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

დავით ქაცარავას ინფორმაციით, დეკანოსიძე მოძრაობას პირველივე დღეებში შეუერთდა.

,,ეს იყო ადამიანი, რომელიც შევარდნაძის პოლიციამ ეტლში ჩასვა, თუმცა შემდეგ მან რეაბილიტაცია მოახდინა და შეზღუდული შესაძლებლობების მიუხედავად, ჩვენი პატრულირების 820 დღიდან, 600 დღეზე მეტი მან ჩვენთან ერთად გაატარა,”- განაცხადა დავით ქაცარავამ

დეკანოსიძე სასწრაფო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა.