60 დაღუპული-ინდოეთში სტიქია მძვინვარებს

სტიქიას ინდოეთში მსხვერპლი მოჰყვა.ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, წყალდიდობის შედეგად 60 ადამიანი დაიღუპა.

უხვი ნალექის გამო ,დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და დაინგრა შენობები.

სტიქიის შედეგად, სატრანსპორტო მოძრაობა პარალიზებულია. ათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.