ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ რუსთავ-თბილისის მაგისტრალის პროექტის განსახორციელებლად, მოსახლეობასთან აქტიურ კომუნიკაციას აპირებს.
როგორც მან tv4-ს განუცხადა, რუსთავ-თბილისის მაგისტრალზე ამ დროისთვის გადაგეგმარების პროცესი მიმდინარეობს.
“როგორც იცით, იმ მონაკვეთებზე, სადაც ჩვენ არ გვაქვს პრობლემა ადგილობრივ მოსახლეობასთან აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა ამ პრობლემურ მონაკვეთზე ახლა ვართ გადაგეგმარების პროცესში, რომელიც უზრუნველყოფს რომ არსებული მონაკვეთების, ანუ ახალი მონაკვეთების დაერთება მოხდება არსებულ მონაკვეთთან. მას შემდეგ კი, რა თქმა უნდა, პარალელურ რეჟიმში დავიწყებთ მოსახლეობას კომუნიკაციას, იმისთვის რომ გავაგრძელოთ ის გეგმა, რაც გვქონდა მანამდე და, რა თქმა უნდა, სრული მონაკვეთი შევიყვანოთ ექსპლუატაციაში.
თუმცა, ის მონაკვეთები ,რომელიც აზიის განვითარების ბანკის სესხით აშენდა და განვითარდა, რა თქმა უნდა, არც მათ დავუკარგავთ ფუნქცია-დანიშნულებას და მოხდება მისი გადაერთება მარნეულის არსებულ ავტომაგისტრალზე და მოსახლეობას და ასევე, ჩვენს სატრანზიტო ნაკადს უკვე, 2020 წლის დასაწყისში, ახალი დიდი მონაკვეთი დაემატება ” – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.