თემურ ყაზარაშვილის სახელობის ტურნირის ფინალური შეხვედრა გაიმართა

რუსთავში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონის, თემურ ყაზარაშვილის სახელობის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი რიგით XXIV ღია ტურნირის ფინალური შეხვედრა გაიმართა.

ტურნირზე მონაწილეობას 17 წლამდე ქართველი და აზერბაიჯანელი სპორტსმენები იღებენ . ტურნირი გუშინ  გაიხსნა და დღეს ფინალური შეხვედრით დასრულდა.

სპორტულ ღონისძიებას ქალაქის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია,რომ წელს ღონისძიება განსაკუთრებულად აღინიშნება. დღესვე,  რუსთავის პარკში თემურ ყაზარაშვილის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნება.