2019 წლის 9 თვეში ბიუჯეტიდან ყველა სახელმწიფო უწყებაში მომუშავე შტატგარეშე თანამშრომლების სახელფასო ანაზღაურებაზე 174,3 მლნ ლარი დაიხარჯა. რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით,17,4 მლნ ლარით მეტია.
ბიუჯეტის მონიტორინგის მონაცემებით, 2018 წლის 3 კვარტალში სახელმწიფო ხაზინიდან შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებაზე 156,9 მლნ ლარი დაიხარჯა.
რაც შეეხება კონკრეტულად სამინისტროებს, მათ მიერ შტატგარეშე თანამშრომლებზე 121,8 მლნ ლარი გაიხარჯა:
ფინანსთა სამინისტრო: 1,6 მლნ ლარი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო: 3,3 მლნ ლარი
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო: 1,6 მლნ ლარი
იუსტიციის სამინისტრო: 5,7 მლნ ლარი
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო: 31,1 მლნ ლარი
საგარეო საქმეთა სამინისტრო: 1,6 მლნ ლარი
თავდაცვის სამინისტრო: (ინფორმაცია არ იქნა მოწოდებული – აუდიტის სამსახური)
შინაგან საქმეთა სამინისტრო: 15 მლნ ლარი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო: 11,3 მლნ ლარი
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო – 50,6 მლნ ლარი
შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობასთან დაკავშირებით კი სამინისტროების ნაწილს აუდიტის სამსახურისთვის მონაცემები მიწოდებული არ აქვთ, მათ შორის არიან – ფინანსთა სამინისტრო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, შსს.
ეკონომიკის სამინისტროში შტატგარეშე დასაქმებულია 592 ადამიანი, იუსტიციის სამინისტროში 2 211 ადამიანი, საგარეო საქმეთა სამინისტრო – 351 თანამშრომელი, გარემოს დაცვა – 1 804 ადამიანი.