ახლო აღმოსავლეთში გაზრდილი დაძაბულობების ფონზე, შესაძლოა, რისკის ქვეშ დადგეს აშშ-ის მოქალაქეების უსაფრთხოება, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
საელჩო საკუთარ მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და აცხადებს,რომ დამატებითი უსაფრთხოების ზომებია მიღებული.
„საელჩომ სიფრთხილისთვის განახორციელა უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღება. აშშ-ის მთავრობის პერსონალს დაევალა განახორციელოს პიროვნული უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების უფრო მეტად ამაღლება. საელჩო გააგრძელებს უსაფრთხოების სიტუაციის გადახედვას და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს დამატებით ინფორმაციის მიწოდებას მოქალაქეებისადმი“, – ნათქვამია განცხადებაში.









