ტრადიციული ალილო რუსთავში (+ფოტო)

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით,  ქალაქში  „ალილო“  იმართება. ტრადიციული “ალილო”  რუსთავის „სიონის“  ეზოში დაიწყო და ქალაქის ქუჩებში გრძელდება.

სასულიერო პირები და მორწმუნეები საშობაო სიმღერით „ალილო“ რუსთაველ მოქალაქეებს ქრისტეს დაბადებას ულოცავენ.

ღონისძიებაში “სიონთან” არსებული სამრევლო სკოლა „მთაწმინდელი“ და ქორეოგრაფიული ანსამბლი „გორგასალი“ მონაწილეობს.

მოცეკვავეებმა შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს. საზეიმო მსვლელობაში მონაწილეობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც იღებენ.