საშობაო “ალილო” გარდაბანში

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით,  გარდაბნის მუნიციპალიტეტში საშობაო “ალილოს” მსვლელობა მიმდინარეობს.

მსვლელობა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარიდან დაიწყო და  ქალაქის ქუჩების გავლით,საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე დასრულდება.

საშობაო “ალილოს” მსვლელობას გარდაბნის მაცხოვრებლები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან.

ალილოზე შეგროვებული ნობათი  ნორიოსა და მარტყოფში არსებულ ბავშვთა სახლებს და შშმ პირთა ცენტს გადაეცემა.