იტალიაში საქართველოს მოქალაქე დედა-შვილი გარდაიცვალა

იტალიის ქალაქ ბარში საქართველოს მოქალაქეები გარდაიცვალნენ. დაღუპულები დედა-შვილი, 16 წლის მოზარდი და 41 წლის ქალია. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

დედა-შვილი გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად, ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება.