უფასო პირბადეები პენსიონრებსა და ორსულებისთვის

სააფთიაქო ქსელი “ფარმსახლი” პენსიონერებისა და ორსულებისთვის სამედიცინო ნიღბებს უფასოდ გასცემს.

სამედიცინო პირბადეების გაცემა დღის მეორე ნახევრიდან დაიწყება და თითო პერსონაზე 3 პირბადე გაიცემა.

სამედიცინო პირბადის მისაღებად პენსიონრებმა სააფთიაქო ქსელში პენსიონერი დამადასტურებელი საბუთი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა უნდა წარადგინონ.

პირბადეების მიღება შესაძლებელია რუსთავის შემდეგ ფილიალებში:

შარტავას 10; 2470110(254)

თოდრიას მოედანი; 2470110(263)

კოსტავას 19; 2470110(276)

მესხიშვილის  1ა; 2470110(277)