ავტოსაგზაო შემთხვევას 10 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა

ბათუმის პორტთან ავარიის შედეგად 10 წლამდე ასაკის გოგო გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით,  საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.