კორონავირუსით დაავადებული პაციენტების სიცოცხლე შესაძლოა ფართო მოხმარების პრეპარატმა, დექსამეტაზონმა იხსნას. ამ დასკვნამდე ბრიტანელი მეცნიერები მივიდნენ , რომლებმაც კოვიდ 19-თან საბრძოლველად ამ მედიკამენტის გამოყენებაზე ექსპერიმენტი ჩაატარეს.
კვლევებში 2 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. დადგინდა, რომ დექსამეტაზონი სასუნთქ აპარატზე შეერთებულ პაციენტებში მესამედით ამცირებს გარდაცვალების რისკს.
კვლევის ავტორების განცხადებით, ეს პრეპარატი ბრიტანეთში პანდემიის დაწყებისთანავე, რომ გამოეყენებინათ, 5 ათასამდე ადამიანის გადარჩენა იყო შესაძლებელი.
ინფორმაციას BBC ავრცელებს.