საქართველოში 3 ახალი ინფიცირებულიდან 2 აზერბაიჯანის მოქალაქე, სატვირთო მანქანის მძღოლია

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა სამით გაიზარდა. ახალი ინფიცირებულები თბილისის ზღვის ჰოსპიტალში არიან მოთავსებული. მათგან ორი აზერბაიჯანის მოქალაქეა, რომლებიც სატრანზიტო გადაზიდვას ახორციელებდნენ.

ექიმების განმარტებით, მათ კორონავირუსი სწრაფი ტესტით საზღვარზე დაუდასტურდათ, რის შემდეგაც თბილისის ზღვის ჰოსპიტალში გადაიყვანეს და მკურნალობას იქ აგრძელებენ.

რაც შეეხება მესამე ინფიცირებულს, ის 20 წლამდე ასაკის კაცია. პაციენტი თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან მცხეთის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ინფიცირების წყარო სავარაუდოდ მისი ბებიაა, რომელიც ასევე მცხეთის ჰოსპიტალში გადის მკურნალობას.

 შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა სამით გაიზარდა და 882 გახდა.