„ღია ეთერის“ სპეციალური გამოშვება TV4-ზე 17-07-2020 (+ვიდეო)

„ღია ეთერი TV4-ზე“ – საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევიდან, ორ პაციენტს  ვირუსული ინფექცია რუსთავის ცხელების ცენტრში დაუდასტურდა;

ერთიანი ეროვნული გამოცდები უცხო ენების გამოცდით გრძელდება – რუსთავში უცხო ენების გამოცდის პირველ სესიაზე რეგისტრირებული 309 აბიტურიენტიდან გამოცდაზე 16 არ გამოცხადდა;

გადაცემის მეორე ბლოკში: ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ყურადღების ცენტრში ქვემო ქართლის მხარის კიდევ ერთი მუნიციპალიტეტი ექცევა. კოვიდინფექცია გარდაბნის მუნიციპალიტეტის კიდევ ორ მკვიდრს დაუდასტურდა – ინფიცირებული პაციენტების შესახებ დეტალურად რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, პაპუნა ბახტაძე გვესაუბრება;

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო დაჯარიმებული მოქალაქეები – ზოგიერთმა დაკისრებული სანქცია გაასაჩივრა. ნაწილის შემთხვევაში სასამართლო დავა დღესაც გრძელდება – ზოგიერთთან მიმართებაში კი სასამართლომ გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ძირითადად რა ნაწილში გაასაჩივრეს ჩვენმა თანამოქალაქეებმა დაკისრებული სანქციები და როგორია სასამართლოს გადაწყვეტილებები?! – საკითხზე “ღია ეთერის” კითხვებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის უფლებადამცველი, ნათია კოკიაშვილი პასუხობს;

.

📢#გადაცემა "ღია ეთერი" მარიამ ხვედელიძესთან ერთად📢პანდემია ქვემო ქართლის რეგიონში – COVID19-ის გარშემო განვითარებული სიახლეები📢გადაცემის სტუმრები: რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, პაპუნა ბახტაძე და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის უფლებადამცველი ნათია კოკიაშვილი

Geplaatst door TV4.ge op Vrijdag 17 juli 2020