საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 7 -ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 1462 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა კი 1196-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.
დღევანდელი მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5924 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 209.