„ღია ეთერი TV4-ზე“ – საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 283 შემთხვევაა დადასტურებული;
გარდაბანში კორონავირუსისგან კიდევ ოთხი ადამიანი გამოჯანმრთელდა. ჯამში მუნიციპალიტეტში “კოვიდ19”-ისგან 22 პირი განიკურნა;
მარნეულში ინფიცირებული 14 წლის მოზარდის 14 კონტაქტი გამოიკვლიეს და ვირუსული ინფექცია არც ერთ მათგანს დაუდასტურდა;
რუსთავის ცხელების ცენტრის 13 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა;
ავტომობილების განბაჟება 2021 წლის მარტამდე გადავადდება;
გადაცემის მეორე ბლოკში: “მილიონიანი ფონდის საგრანტო კონკურსში” გამარჯვებული პროექტები ცნობილია. პირველი თემატური მიმართულების ფარგლებში, საქართველოს ათი რეგიონიდან 13 პროექტი შეირჩა. არის თუ არა შერჩეულ პროექტებს შორის პროექტები ქვემო ქართლიდან?! “ახალგაზრდობის სააგენტოს” ხელმძღვანელ რეზო ჩარკვიანთან ერთად კონკურსის ფარგლებში განხორციელებულ ტურნეს ქვემო ქართლის რეგიონის ჭრილში შევაჯამებთ. რა გამოწვევების წინაშე დგაგან რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდები და როგორია სააგენტოს ხედვა ამ პრობლემების აღმოფხვრის მიზნით?! ასევე, იგეგმება თუ არა სტუდენტებისთვის ჩარტერული რეისების განხორციელება?! ამ კითხვებზე”ახალგაზრდობის სააგენტოს” ხელმძღვანელი გვიპასუხებს;
.📢#გადაცემა "ღია ეთერი" მარიამ ხვედელიძესთან ერთად📢პანდემია ქვემო ქართლის რეგიონში – COVID19-ის გარშემო განვითარებული სიახლეები📢გარდაბნის მუნიციპალიტეტში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა;📢გადაცემის სტუმარი: "ახალგაზრდობის სააგენტოს" ხელმძღვანელი რეზო ჩარკვიანი
Geplaatst door TV4.ge op Donderdag 13 augustus 2020