რუსთავის გზატკეცილზე არსებულ მაღაზიაში,კორონავირუსის შემთხვევები დადასტურდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსის შემთხვევები რუსთავის გზატკეცილზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში დაფიქსირდა.

„რუსთავის გზატკეცილზე არის ერთ-ერთი მაღაზია, სადაც გვაქვს შემთხვევები“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, მან ცოტა ხნის წინ დაადასტურა, რომ თბილისში „ნიკორას“ ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. 

“დაუყოვნებლივ გაატარეს ზომები, შეცვალეს იმ დღის პერსონალი გადაიყვანეს თვითიზოლაციაში და მიმდინარეობს მათი კვლევები. ეს არის ნიკორა სამედიცინო უნივერსიტეტის მოპირდაპირე მხარეს”, — განაცხადა ამირან გამყრელიძემ 

2 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დადასტურებული შემთხვევებიდან კი 3 პირის წყარო უცნობია.