თეთრიწყაროს სოფელ ენაგეთში სკოლის მშენებლობა დასრულდა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ენაგეთში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი 60 ბავშვზე გათვლილი სკოლის მშენებლობა დასრულდა. ინფორმაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს. 

 მათივე ცნობით, პროექტი საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, აშენებს 66 სკოლას და რეაბილიტაციისა და ენერგო-ეფექტური კომპონენტის გაძლიერების სამუშაოებს ახორციელებს 100 სკოლაში.

 საგანმანათლებლო პროგრამას საქართველოს მთავრობა და დონორები (CEB და NEFCO) აფინანსებენ. პროგრამის საერთო ღირებულება 300 მილიონ ლარზე მეტია.