ახალი ეკიპირება რუსთავის რაგბის კლუბისთვის(+ვიდეო)

რუსთავის რაგბის კლუბს კომპანია “ჯეოორთომ , საზოგადოება რუსთაველების მხარდაჭერით, სრული სპორტული ეკიპირება გადასცა. ცერემონია „ხარების“ სპორტულ ბაზაზე გაიმართა.

ამუნიცია სამწვრთნელო შტაბისთვის და გუნდის მოთამაშეებისთვის არის განკუთვნილი და მოიცავს, როგორც სათამაშო მაისურებს, ასევე სეზონისთვის შესაფერის სავარჯიშო ეკიპირებას.

ღონისძიებას მე-12 სამაჟორიტარო ოლქში “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ნინო ლაცაბიძე  ესწრებოდა.