შსს-მ არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით კაცი დააკავა

სიღნაღის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვან გოგოსთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით კაცი დააკავეს.

როგორც ფორმულას შსს-ში უთხრეს საქმეზე გამოძიება სსკ-ის 141-ე მუხლის მე- 2 ნაწილით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, კაცს 5-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები უცნობია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.