ზალკალიანი: საქართველოს ჰაერივით სჭირდება სრულად მომუშავე პარლამენტი

ვფიქრობ, საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები სრულად ინფორმირებულები არიან, მათ ძლაიან კარგად იციან, რა პროცესები მიმდინარეობს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

„ვფიქრობ, საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები სრულად ინფორმირებულები არიან, მათ ძლაიან კარგად იციან, რა პროცესები მიმდინარეობს ქვეყანაში. მიმაჩნია, ელემენტარულად, არავის კითხვის ნიშანიც კი არ აქვს ჩვენს საგარეო პრიორიტეტებთან, საგარეო კურსთან მიმართებაში. ის, რაც ხდება, კატეგორილად მიუღებელია“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ამასთან, როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, საქართველოს ჰაერივით სჭირდება სრულად ფუნქციონირებადი პარლამენტი. მისივე თქმით, ყველა საერთაშორისო პარტნიორი მოუწოდებს ოპოზიციას, ბოკოტის რეჟიმი შეწყვიტონ.

„ჩვენმა კარგმა მეგობარმა, ჯეიმს აპატურაიმ, პირდაპირ თქვა, რომ ნატო-ში არ იღებენ ქვეყანას, სადაც პოლიტიკური პარტიები ბოიკოტს უცხადებენ არჩევნებს. ამაზე უფრო მკაფიოდ, როგორ შეიძლება, შეაფასო ეს პროცესი. როდესაც ყველა ჩვენი პარტნიორი მოუწოდებს, რომ თავი დაანებონ ბოიკოტს და საქართველოს დღეს ჰაერივით სჭირდება სრულად ფუნქციონირებადი პარლამენტი. ამაზე მკაფიოდ მეტი რა თქვან.

აბსოლუტურად ნათელია ჩვენი საზოგადოებისთვის, ყველასთვის, რომ საქართველოს, ამ გამოწვევების ფონზე, როგორც არასდროს, ისე სჭირდება კონსოლიდაცია. არჩევნები არის აღიარებული. ეუთო/ოდირის მხრიდან არის ნათქვამი, რომ იყო კონკურენტული, დაცული იყო ყველა ფუნდამენტური თავისუფლება, მონაწილეობა ამომრჩევლის იყო უპრეცედენტოდ მაღალი და ასევე პანდემიის პირობებში დაცული ყველა სტანდარტებით, ახალ, რეფორმირებულ საარჩევნო გარემოში, ახალი კონსტიტუციით. ნუ ახლა, ხარვეზებზე საუბრობენ ყველგან, ვერ მეტყვით ერთ ქვეყანას. აიღეთ ეუთო/ოდირის დასკვნა ნებისმიერ ქვეყანაზე, სადაც იქ ხარვეზებზე საუბარი არ არის. მით უფრო, რომ ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური მზაობა გამოხატულია, რომ მოდით, პარლამენტია ის ადგილი, სადაც უნდა ვილაპარაკოთ ამაზე. მზობა არის, რომ სრულად იყოს გათვალისწინებული, საგამოძიებო კომისიაზე მიდის ხელისუფლება, შეიქმნას და თუკი ერთ პროცენტზე ნაკლები იქნება, მზად არის, ახალი არჩევნებისთვის. ყველაფერი ნათელია. ფაქტია, რომ ისინი ემზადებობდნენ იმ სცენარისთვის, რა სცენარსაც ახლა ჩვენ ვუყურებთ და ეს ყველასთვის ნათელია, ჩვენი ყველა ევროპელი პარტნიორისთვის და არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებობს. ისინი ამით აზარალებენ პირველ რიგში, ქვეყეანას და შემდეგ საკუთარ თავს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.