პანდემიის გამო, საახალწლოდ რუსთავში განსხვავებული გარემო იქნება

რუსთავში საახალწლო განათებებისა და დეკორაციების მონტაჟი დაიწო. ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, საახალწლო დეკორაციებისთვის თანხები შემცირდა და წელს საახალწლო განათებებისთვის 20 000 ლარი დაიხარჯება.

გასული წლისგან განსხვავებით, გარე განათებები არ მოეწყობა ქალაქის ცენტრალურ პარკში.  ინფორმაციისთვის, შარშან ქალაქის ბიუჯეტიდან საახალწლო განათებებისთვის 75 000 ლარი იყო გამოყოფილი.

ამასთან, კოვიდპანდემიის გამო, ქალაქში გაუქმდა ყველა სახის საახალწლო ღონისძიება. სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრის ხელმძღვანელის დავით შანიძის თქმით,  იმის გამო, რომ ვირუსის პრევენციის მიზნით, ქვეყანაში კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები აკრძალულია, რუსთავის მერია, საახალწლო ღონისძიებებისთვის განკუთვნილი ბიუჯეტით სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაეხმარება.

დავით შანიძის განცხადებით, 1400-მდე ოჯახს სასაჩუქრე კალათა გადაეცემა.