ცენტრალური საავადმყოფო კოვიდგადატანილ მოქალაქეებს დახმარების თხოვნით მიმართავს

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო განცხადებას ავრცელებს. როგორც სამედიცინო დაწესებულების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, კლინიკაში სამმედიცინო პერსონალის რესურსი განახევრებულია და მათ სანიტრის პოზიციაზე თანამშრომლები ესაჭიროებათ.

კლინიკის ადმინისტრაცია მოქალაქეებს, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს, დახმარების თხოვნით მიმართავს.

“ძალიან გვიჭირს ერთი და იგივე თემაზე ამდენი საუბარი და საზოგადოებაში არსებული უარყოფითი განწყობის კიდევ უფრო გაუარესება. სამწუხაროდ თითქმის აღარ გვაქვს რესურსი და სასწრაფოდ გვესაჭიროება თანამშრომლები სანიტრის პოზიციაზე. მედ-პერსონალი განახევრებულია და ვეღარ ახერხებენ გაუმკლავდნენ პაციენტთა უზომოდ დიდ ნაკადს. გთხოვთ, ვინც სახლში ხართ უმუშევრად და უკვე გადაიტანეთ კოვიდი, დაგვეხმარეთ და შეიტანეთ თქვენი წვლილი თუნდაც ერთი სიცოცხლის გადარჩენაში ანაზღაურების და გრაფიკის პირობების დასაზუსტებლად მოგვწერეთ პირადში.”-ნათქვამია ინფორმაციაში.