25 დეკემბერი | კორონავირუსის 40-ზე მეტი შემთხვევა რუსთავის კლინიკებში

“კოვიდ-19” დღის განმავლობაში რუსთავის კლინიკებში გამოკვლეულ 40-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.

კერძოდ, N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში სწრაფი ტესტით 50 ადამიანი გამოიკვლიეს და ვირუსი 13-ს დაუდასტურდა.

N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში სწრაფი ტესტით 119 პირი გამოიკვლიეს და მათგან კორონავირუსი 19-ს დაუდასტურდა. ამავე სამედიცინო დაწესებულებაში “პისიარით” გამოკვლეულ 4 ადამიანს დაუდასტურდა “კოვიდ-19”.

მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში დღის განმავლობაში 11 პირი გამოიკვლიეს, რომელთაგან ვირუსი 2-ს დადასტურდა.

კლინიკა “რუსთავში” კი ამ დროისთვის 5 პირის საკვლევი ნიმუშების პასუხებს ელოდებიან.