ამირან გამყრელიძე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. გამყრელიძე სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდა და ის სამსახურში იმყოფება.

შეგახსენებთ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს კორონავირუსი 29 დეკემბერს დაუდასტურდა. ის ბინაზე მკურნალობდა და თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.