“გავიგუდემ” შემაჯამებელი შეხვედრა გამართა

2020 წლის შეჯამება და 2021 წლის გეგმები – სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფმა “გავიგუდეთ” შემაჯამებელი ღონისძიება გამართა.

ონლაინ შეხვედრაზე, კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ “გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ” კანონპროექტის მიღება რუსთავისთვის მნიშვნელოვანია და კანონის გარეშე ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობა არ გაუმჯობესდება.

ინფორმაციისთვის,   5 იანვარს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მხარი დაუჭირა “გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ” საქართველოს კანონსა და მის თანმდევ ცვლილებათა პაკეტს, თუმცა ამ დროისთვის უცნობია,   როდის დაამტკიცებს პარლამენტი კანონპროექტს მესამე მოსმენით,

რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის ნინო ლაცაბიძის ინფორმაციით, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონპროექტის მიღება უახლოეს მომავალში მოხდება.