დმანისში შშმ ბავშვებს საკვები პროდუქტები გადაეცათ

დმანისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 48 შშმ ბავშვს საკვები პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები გადაეცა

დახმარების პაკეტები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმოადგენლებმა გადასცეს.

აღნიშნული დახმარების აქცია შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და სამხარეო ადმინისტრაციის ჩართულობით ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში: კახეთში, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის მხარდაჭერით ხორციელდება.