უფასო სამართლებრივი დახმარება ქვემო ქართლის მცხოვრებლებისთვის

ადამიანის უფლებათა ცენტრი ქვემო ქართლში მცხოვრებ მოქალაქეებს უფასო სამართლებრივ დახმარებას სთავაზობს.

ქვემო ქართლის ცენტრის იურისტის ეკა ლომიძის განცხადებით, თუ პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების დროს მოქალაქემ დაკარგა შემოსავლის წყარო ან მისი უფლებები დაარღვია კომერციულმა ბანკებმა, უფასო დახმარებასა და კონსულტაციას რეგიონის მასშტაბით ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტები გაუწევენ.

თუ პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების დროს:

  • დაჯარიმდით პოლიციის მიერ,
  • გახდით პოლიციის მხრიდან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლი,
  • დაკარგეთ სამსახური ან შემოსავლის წყარო
  • თქვენი უფლებები დაარღვია კომერციულმა ბანკებმა ან ფინანსურმა ორგანიზაციებმა

იურიდიული დახმარების მისარებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ადამიანის უფლებათა ცენტრის ცხელ ხაზსს ქვემო ქართლში ნომერზე: 577 62 01 91