გარდაბანში გზების სამშენებლო სამუშაოები დაიგეგმა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია, გზების მშენებლობაზე ელექტრონულ ტენდერს აცხადებს.
გზების სამშენებლო სამუშაოები, ქ.გარდაბანში-გორკის ქუჩაზე, სოფელ გამარჯვებაში ცენტრალურ გზაზე, სოფელ მარტყოფში,კრწანისში, ახალწყალსა და ქვემო თელეთში კი შიდა ქუჩებზე განხორციელდება.

სამშენებლო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 487 305 ლარი გამოიყო.

ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სოფელ ახალსოფლის მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარე წელს განხორციელდება.

ასევე, სოფელ სართიჭალაში (#7; #8; #17; #18; #20 ქუჩები; #2 ქუჩის გზის დაბოლოება; #12 მე-2 შესახვევი; #14 I და II მონაკვეთი) სრულად რეაბილიტირდება.

სამუშაოების განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 238 546 ლარი გამოიყო.