გარდაბანში 67 ოჯახს პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები გადაეცა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, სხვადსხვა საჭიროების მქონე პირთა დახმარებისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინფორმირების აქცია გრძელდება.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და გარდაბნის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების ამანათები გადასცეს.

სოციალურ დახმარებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის მხარდაჭერით ახორციელებს, რომელიც რეგიონში მცხოვრები განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების დახმარებას ისახავს მიზნად.

პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების ამანათი, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 67 ოჯახს გადაეცა.