რეგიონული განვითარებისა და ინფრასტურქუტრის მინისტრი მაია ცქიტიშვილი პირველ ვიცე-პრემიერად, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი კი ვიცე-პრემიერად დაინიშნა.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
გარდა ამისა, მეორე საკითხი, რომელიც იქნება პრიორიტეტული მთავრობისთვის, ეს არის ქვეყნის დეოკუპაცია და ქვეყნის ინტეგრაცია. ამ მიმართულებით, განსაკუთრებით დღეს, როდესაც რეგიონში მნიშვნელოვანი მოვლენები ვითარდება, საერთაშორისო ურთიერთობებს ენიჭება უფრო და უფრო დიდი მნიშვნელობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ოკუპაციაზე პასუხი და ქვეყნის შემდგომი ინტეგრაცია საერთაშორისო ორგანიზაციებში. ამიტომ, საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი ვიცეპრემიერი იქნება საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი”, – განაცხადა გახარიამ.