მუნიციპალურ ბალანსზე არსებული ქონების დაკანონების პროცესი რუსთავში

რუსთავში მუნიციპალურ ბალანსზე არსებული ფართების დაკანონების პროცესი მიმდინარეობს. კერძოდ, მოქალაქეებს, რომელთაც წლების განმავლობაში, სხვადასხვა შენობა-ნაგებობებში ფართები საკუთრების მოწმობების გარეშე აქვთ დაკავებული, კანონით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ, საკუთრებაში გადაეცემათ.

დაკავებული ფართების საკუთრებაში გადაცემას ელოდება, რუსთავის ყოფილი მე-13 ბაღის შენობაში მცხოვრები 11 ოჯახიც. ტერიტორიაზე მცხოვრებლებს დღეს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი,  ნინო ლაცაბიძე შეხვდა. ადგილზე მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

“ჩვენ ეკონომიკის სამინისტროსთან გვაქვს აქტიური მოლაპარაკებები იმაზე, რომ ის ქონება, რომელიც მათ ბალანსზეა, იქაც დაიწყოს მოსახლეობის მიერ დაკავებული ფართების დაკანონების პროცესი. ასევე აქტიურად გვაქვს შეხვედრები რუსთავის მერიასთან და საკრებულოსთან, იმისთვის, რომ მუნიციპალურ ბალანსზე არსებული ფართების დაკანონების პროცესი, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს. მე იმედი მაქვს, რომ ამ ადამიანებს აღნიშნული ქონება უახლოეს მომავალში გადაეცემა საკუთრებაში“, – განაცხადა მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ.

ყოფილი მე-13 ბაგა-ბაღის შენობის მიმდებარე ინფრასტრუქტურა, ქალაქის მერიამ უკვე მოაწესრიგა.