პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 963 ადამიანი დაჯარიმდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის საწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევის 1 057 ფაქტი გამოვლინდა. აქედან 963 პირი პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა.

პირბადის ტარების წესის დარღვევის შემთხვევაში მოქალაქეები 20 ლარით ჯარიმდებიან. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის — 2 000-ით. იურიდიული პირები 10 000 ლარით ჯარიმდებიან. განმეორებითი ჯარიმა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

უწყება მოქალაქეებს დაწესებული შეზღუდვების დაცვისკენ მოუწოდებს