“რუსთავის წყალი” განცხადებას ავრცელებს

22 იანვარს, კომპანია რუსთავის წყალი მე-7 მიკრორაიონში ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშობს ჩაატარებს,რის გამოც 22 იანვარს, აბონენტების ნაწილს წყლის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.

“ხვალ, 22 იანვარს, კომპანია რუსთავის წყალი, ქალაქ რუსთავში, მე-7 მიკრორაიონში, კიროვოკანის ქუჩა N23-თან, წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს.

აღნიშნულ ქუჩაზე, წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით, შეიცვალა წყალსადენის 100 მეტრი სიგრძის მონაკვეთი.

გადაერთებითი სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც, ხვალ, 22 იანვარს, დღის 12:00 საათიდან, 23 იანვრის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

ქალაქ რუსთავში მე-7, მე-7-ა და მე-8 მიკრორაიონებს, ლომოურის ქუჩას.

კომპანია რუსთავის წყალი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას რუსთავის წყალი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით აწვდის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქის საშუალებით.”-ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.