ვაშინგტონში, ინაუგურაციის ცერემონიაზე ჯო ბაიდენმა ფიცი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ჯონ რობერტსის თანდასწრებით დადო, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯო ბაიდენი ოფიციალურად გახდა აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი.
მანამდე ფიცი დადო ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა.
ვაშინგტონში, კაპიტოლიუმში ჯო ბაიდენისა და ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის ინაუგურაცია მიმდინარეობს. 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაციას ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ ესწრება.