რუსთავის “ხარებმა” განახლებული ჩემპიონატი მოგებით დაიწყო

საქართველოს რაგბის ჩემპიონატი განახლდა. პატარძეულის “ვეფხვები” რუსთავის “ხარებს” „ა“ ჯგუფის მე-4 ტურის გადადებულ მატჩში „შევარდენზე“ დაუპირისპირდა.

ჯგუფის აუტსაიდერებს შორის შეხვედრა რუსთაველების გამარჯვებით, ანგარიშით 13-28 დასრულდა და „ვეფხვები“ მოწინავე სამეულს კიდევ უფრო დაშორდა.

“ხარებს” მიმდინარე სეზონში ჯერჯერობით ყველაზე ცოტა, ოთხი მატჩი ჰქონდათ ჩატარებული, რაც მათ უკეთეს პოზიციაში ამყოფებდათ. 

პატარძეულელებს ხუთი შეხვედრიდან მხოლოდ ერთი აქვთ მოგებული და 4 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფებიან.

„დიდი 10“ სრული პროგრამით 22 იანვრიდან განახლდება.