ქვემო ბოლნისსა და ტალავერში გზის მოწყობის სამუშაოების მეორე ეტაპისთვის ტენდერი გამოცხადდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოლნისსა და ტალავერში გზის მოწყობის სამუშაოების მეორე ეტაპისთვის მუნიციპალიტეტის მერიამ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

წინადადებების მიღება 27 იანვარს იწყება და პირველ თებერვალს დასრულდება.

სახელშეკრულებო ღირებულება 1 053 000 ლარს შეადგენს.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში წერია, ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მიმწოდებელი ვალდებულია, სამუშაოების შესრულების პროცესში უზრუნველყოსჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვა.