11 იანვარი | “პი-სი-არ” და სწრაფი ტესტის პასუხები რუსთავის კლინიკებში

“პი-სი-არ” და სწრაფი ტესტის პასუხები რუსთავის კლინიკებში-  ქალაქის N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში კორონავირუსზე სწრაფი ტესტით 103 ადამიანი გამოიკვლიეს, რომელთაგან თხუთმეტი პირის ტესტის პასუხი დადებითია. გამოკვლეულ პირებს შორის 40-მდე ტაქსის მძღოლია, რომლებსაც ვირუსი არ დაუდასტურდათ. ამასთან, პოლიკლინიკაში  სამი პირი “პი-სი-არ” მეთოდით გამოიკვლიეს, პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.

N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში სწრაფი ტესტი 180 ადამიანს, მათ შორის ტაქსის მძღოლებს ჩაუტარდათ. როგორც პოლიკლინიკაში TV4-ს განუცხადეს, გამოკვლეულ პირებს შორის 25 ტაქსის მძღოლია და მათი ტესტის პასუხი ვირუსზე უარყოფითია. 

ამასთან, გამოკვლეული პირებიდან ვირუსი 34-ს დაუდასტურდა. 

კლინიკა “რუსთავის” ცხელების ცენტრში გამოკვლეული ათი პირიდან “კოვიდ-19”  ექვსს  სწრაფი ტესტით დაუდასტურდა, ოთხის პასუხი უარყოფითია. 

მარდალეიშვილის კლინიკაში რვა ადამიანს ჩაუტარდა ტესტი, ორის შემთხვევაში პასუხი დადებითია.