21 იანვარს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 იანვარს 11:00-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში მარის არხის დასახლებაში, 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში წინწყარო, გოლთეთი, ქსოვრეთი, არნაუთი, ქოსალარი და მიმდებარე სოფლებში, 13:30-დან 16:00 საათამდე აბონენტებს დმანისში 9 აპრილის, წმ. ნინოს, ვახტანგ მეფის, რუსთაველის, ცოტნე დადიანის და მიმდებარე ქუჩებზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.