28 იანვარს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 28 იანვარს 11:00-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს მარის არხის III დასახლებაში.

10:00-დან 18:30 საათამდე – აბონენტებს სოფლებში კუმისი, წყალმშენის აგარაკები, გეოლოგების დასახლება, თელეთი, ზემო კუმისი.

11:00-დან 13:00 საათამდე – აბონენტებს თეთრიწყაროს და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მარაბდა, ბორბალო, ჯანდარი, ყიზილაჯლო, მარტყოფი, ასურეთი.

13:00-დან 15:00 საათამდე – აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში ახალწყალი, ქვემო თელეთი, თელეთი, მუხრან თელეთი, კუმისი, ინსტიტუტის დასახლება, ზემო თელეთი.

13:00-დან 15:00 საათამდე – აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ლემშვენიერა, ჯანდარა, ნაგები, მზიანეთი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.